Monday, October 27, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია
გავეცანით მეოთხე მოდულს, გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციები, ვიმუშავეთ ბლოგზე, დავამატეთ ჩანართები, დავათვალიერეთ რესურსებში მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და თავად დავგეგმეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.

Sunday, October 26, 2014

         მეხუთე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის გატანა, ინფორმაციის გაზიარება ვებური ტექნოლოგიებით, კვლევითი ფორმების შექმნა, ბლოგებში ჩანართების გაკეთება, გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.

Monday, October 20, 2014

                                              მეოთხე  დღის რეფლექსია
  განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, გავეცანით ინტელის საგანმანათლებლო რესურსს "პროექტების შეფასება", (სტრატეგიებს გავეცანით დეტალურად)
     შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
    გავაკეთეთ სლაიდები საკუთარი პროექტისათვის.

Sunday, October 19, 2014

                      მესამე დღის რეფლექსია
   გავეცანით მეორე მოდულს. გადმოვწერეთ და პორტფოლიოში შევინახეთ სტანდარტები და ინდიკატორები. მათგან ჩემი პროექტისთვის საჭირო ინდიკატორები შევიტანე გეგმის შაბლონში.
    გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, შესაბამისად შევიტანე მიზნები პროექტის გეგმაში.
   შევისწავლეთ, როგორ უნდა ჩამოვაყლიბოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავეცანი მათ ნიმუშებს და შევადგინე საკუთარი.

ინტელის პროექტი

                                                        მეორე დღის რეფლექსია

   გავეცანით პირველ მოდულს. ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო დრო.
   გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით, ამისთვის გამოვიყენეთ დამხმარე გზამკვლევი.
      გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, ვნახეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები, გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას, პომელშიც განმარტებულია სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ამოცანები.