ვინ ამოხსნა ბოლომდე სიკვდილ-სიცოცხლის ფენომენი?
პროექტის სახელწოდება: "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა.."
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, დააკვირდებიან, როგორ განსხვავდბა ერთმანეთისაგან თავად მწერლებისა და მათი პერსონაჟების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების,დაკვირვების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანის,აზრთა ურთიერთგაზიარების უნარ-ჩვევები; ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა მწერლის ხედვას მოცემული საკითხის შესახებ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები დააკვირდებიან, როგორ აღიქვამენ სიკვდილს სახვადასხვა მიმდინარეობის, დროისა თუ შეხედულებების შემოქმედები. მაგ: ჰაგიოგრაფიაში სიკვდილი სულიერი სრულყოფილების გზაა; "ვეფხისტყაოსანში", რუსთველის აზრით, ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობს; რომანტიკოსები მწუხარებას გამოთქვამენ სიცოცხლის წარმავლობის გამო; უფრო მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა ზვიადაურის მაგალითით გვიჩვენებს, როგორ კვდება ადამიანი მაღალი იდეალისათვის, შემდეგ კი სიკვდილს აქებს კიდეც: "სიცოცხლე ხარობს შენითაო"; თითქოს ცალკე სამყარო აქვს ტერენტი გრანელს,რომელსაც არც სიკვდილი სურს და არც სიცოცხლე, არამედ სწამს არსებობა მესამე გზისა, როგორც იდუმალებისა...; გოდერძი ჩოხელისათვის ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლე კი არა, ერთი უსასრულო სევდაა, ორად გაყოფილი: ადამიანად ყოფნისა და ადამიანად არყოფნისა.
მოსწავლეთა ასაკი: 15-17 წელი
ხანგრძლივობა: 3-4 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები განიხილავენ დასახელებულ მწერალთა მიერ სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს,იმსჯელებენ ერთმანეთის დასკვნებზე. დამუშავებული თემების საბოლოო ვარიანტებს წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე, პროექტს მიეცემა კონფერენციის სახე
საჭირო რესურსები: ქართული ლიტერატურის სახელღვანელო მე-10 კლ.(ჰაგიოგრაფიული ტექსტები), "ვეფხისტყაოსანი", რომანტიკოსთა ლექსები, ვაჟა-ფშაველას ლექსები და პოემები, ტერენტი გრანელის ლექსები, გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდა", მოთხრობები ("შემინახე, დედაო მიწავ!" და სხვ.), კრიტიკოსთა წერილები; კომპიუტერი, პროექტორი, კომპ. პროგრამა You tube.com; Power Point;
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეთა ჯგუფები თავად აირჩევენ მწერლის ერთ ან რამდენიმე ნაწარმოებს განსახილველად; მასწავლებლის მითითებით მოიძიებენ დამხმარე ლიტერატურას, კრიტიკულ წერილებს, მასალას ინტერნეტში; თემა საერთო იქნება ჯგუფებისათვის, განსახილველი მწერალი- სხვადასხვა; ჯგუფებში მოსწავლეები გადაინაწილებენ მოვალეობებს, განსაზღვრავენ, ვინ რომელ კნკრეტულ საკითხზე იმუშავებს,ვინ რა დავალებას შეასრულებს, ვინ იქნება პასუხისმგებელი; შემდეგ ნამუშევარს შეაჯერებენ და შექმნიან პროდუქტს, რომელსაც აუდიტორიის წინაშე წარადგენს პრეზენტატორი.
პრეზენტაციები მოისმინება კონფერენციაზე, რომელსაც დაესწრებიან მსურველები(მოსწავლეები) და კომპეტენტური პირები (მასწავლებლები)
პროექტის შეჯამება-შეფასებისათვის გამოიყენება განმავითარებელი შეფასება
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა ნერგაძე
ელფოსტა: shorenanergadze@gmail.com
ბლოგი:shorenanergadze.blog.spot.com

No comments:
Post a Comment